საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-149/ო

2020 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე

 

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  №1 დეკრეტის გათვალისწინებით და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის   შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები (დანართი №1);

ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სამშენებლო სექტორისთვის (დანართი №2).

გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პერსონალისთვის (დანართი №3);

დ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის (დანართი №4);

ე) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მომსახურების სექტორისთვის (ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები) (დანართი №5);

ვ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის (დანართი №6);

ზ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სამთო-მოპოვებითი სექტორისთვის (დანართი №7);

თ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები დამამუშავებელი მრეწველობის (კარიერის დამუშავების, არალითონური მინერალური პროდუქტების, ლითონის მზა ნაწარმის, კოქსისა და ნავთობპროდუქტების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ქაღალდის, რეზინის, პლასტმასის, მინის, მანქანებისა და მოწყობილობების, ხე-ტყის, ხის და კორპის) საქმიანობებისთვის (დანართი №8);

ი) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID- 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საგამომცემლო საქმიანობებისათვის (ბეჭდური მედიის, წიგნების და ბროშურების გამოცემა) (დანართი №9);

კ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ელექტროენერგიის მიწოდების, წყლის დაგროვება/დამუშავება/განაწილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით (დანართი № 10);

ლ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით (დანართი №11);

მ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მომსახურების/საოფისე (ოპერატორები, კერძო დაცვითი და საადვოკატო  საქმიანობა,  ავოტექმომსახურება, პრესის ჯიხურები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, საბაჟო საწყობები, სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები, სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები, კომპიუტერული დაპროგრამება-კონსულტირება, საინფორმაციო სამსახურების საქმიანობები, სადაზღვევო და სალიზინგო, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობები, სააღრიცხვო-საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება, საკონსულტაციო საქმიანობები, ბიზნესისა და მართვის, არქიტექტურული საქმიანობები, იურიდიული მომსახურება, საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობები, ონლაინ ვაჭრობა, ყველა სახის დისტანციური მომსახურება, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შემფასებელი პირების საქმიანობები, საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობები) სექტორისთვის   (დანართი № 12);

ნ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ცხოველთა სასაკლაოები, სასათბურე მეურნეობები) სექტორისთვის (დანართი №13);

ო) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები წარმოების (ქიმიკატების, ფარმაცევული პროდუქტების წარმოება,  წისქვილების, საკვები პროდუქტების: პურისა და პურ-ფუნთუშეულის, რძის და სხვა პროდუქტების საქმიანობა ) სექტორისთვის (დანართი №14);

პ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/„საკურიერო სერვისი“) საქმიანობებითვის   (დანართი №15).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის მიუხედავად, ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) სამუშაო ადგილზე სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ტემპერატურის გაზომვით ან გამოკითხვით) და აღრიცხოს იგი, მისთვის ხელსაყრელი მეთოდით (თუ ამ ბრძანების შესაბამისი დანართი არ მოიცავს დამატებით მოთხოვნებს);

ბ) უზრუნველყოს „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მოთხოვნათა დაცვა, ამავე დადგენილებით დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 მარტის № 01-120/ო ბრძანება.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მინისტრი               ეკატერინე ტიკარაძე